ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობაში, ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებს, ასევე მათთვის

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვეტერანებს შევხვდი და ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ჩვენ ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით დღემდე აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ლევან მგალობლიშვილის კომენტარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading