კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ

ცნობილი საკულტო ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირის კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ.
სახლისთვის რკინის ღობის გაკეთება მისმა მფლობელმა ბარბარა ლორბერმა ითხოვა. სახლი სერიალისა და კერი ბრედშოუს ფანებისთვის მიმზიდველი ადგილია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბარბარა ლორბენს სახლისთვის რკინის ღობის გაკეთების ნებართვა მისცა, თუმცა დიზაინთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ბარბარა ლორბერი სახლს 1978 წლიდან ფლობს და აცხადებს, რომ წლებია კიბესთან ტურისტების ნაკადი არ წყდება, რის გამოც მუდმივად ხმაურში უწევს ცხოვრება.
აღნიშნულის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება.