„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ISO 9001:2015 სერტიფიკატით დააჯილდოვეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო აუდიტი და მიიღო ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.

უწყების ცნობით, სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის მართვის პროცესები, მომსახურების მიწოდება, მომხმარებელთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის მექანიზმები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს.

ISO 9001:2015-ის დანერგვა მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, პროცესების ეფექტიანობის გაზრდას, მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას და რისკების მართვის მექანიზმების გაძლიერებას.

სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს სისტემურ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა მოსახლეობას მიაწოდოს უსაფრთხო, ხარისხიანი და საიმედო წყალმომარაგების სერვისი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading