ბოლნისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაურის უფროსის, სოლომონ ჩარკვიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შემოსულობები და ფინანსური აქტივები 69 110 ათას ლარით შემცირდა, თუმცა გაიზარდა საერთაშორისო გრანტები, ჯარიმები და მიზნობრივი ტრანსფერები. ბიუჯეტის ასიგნებები გაუმჯობესდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამებისთვის, მათ შორის საბავშვო ბაღებისთვის, სასმელი წყლის უზრუნველყოფისთვის, სკოლების მხარდაჭერის, კულტურული ღონისძიებებისა და სპორტის პროგრამებისთვის.
კომისიის თავმჯდომარემ, პაპუნა მუშკუდიანმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, კომისიამ მხარი დაუჭირა ცვლილებების საკრებულოში განხილვას.