ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. შესაბამის განკარგულებაში ცვლილებები ცესკო-მ 31 დეკემბერის სხდომაზე შეიტანა. “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე” 2012 წლის 3 თებერვლის განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის ხელფასი 240 ლარით იზრდება და 5040 ლარი ხდება, თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 210 ლარით გაიზრდება და 4240 ლარს შეადგენს, კომისიის მდივანის ხელფასი, 4000-ის ნაცვლად, 4200 ლარი იქნება. რაც შეეხება კომისიის წევრებს, მათ ხელფასი 170 ლარით, 3570 ლარამდე გაეზრდებათ.
ხელფასები ეზრდებათ ცესკო-ს თანამშრომლებსაც. დეპარტამენტების ხელმძღვანელების ხელფასები 130 ლარით გაიზრდება და 2730 ლარი გახდება, განყოფილებების ხელმძღვანელები კი, 2000 ნაცვლად, 2100 ლარს აიღებენ,
ყველაზე დაბალ ხელფასს ცესკო-ში I კატეგორიის სპეციალისტები აიღებენ. მათ ხელფასი 50 ლარით 1050-მდე გაეზრდებათ. დანარჩენი კატეგორიის სპეციალისტებს კი 70-75 ლარით მოემატებათ.