დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
დემოგრაფიული პოლიტიკისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც აღმასრულებელმა და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქმედი პროგრამები ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება და საჭიროა გრძელვადიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს გლობალურ დემოგრაფიულ ტენდენციებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში უნდა გადაიდგას. შეხვედრა პარლამენტისა და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ორგანიზებით გაიმართა.