შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი – 2002 წელს დაბადებული ფ.პ., 1967 წელს დაბადებული ვ.ლ., 1980 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული ჯ.ლ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ. – დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობაში მონაწილეობდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 22 შეკვრა კოკაინი, „სუბუტექსის“ 261 აბი და 36 აბის ნატეხი, MDMA, ამფეტამინი, პსილოცინის შემცველი სოკო, „ლირიკა“ და გამომშრალი მარიხუანა. ყველა ნივთი ამოღებულია როგორც ნივთმტკიცება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading