აშშ-ში დაკავებული „მეთაური ჯალათი“ იგივე – მიხეილ ჩხიკვიკვიშვილი ბრალდებებს აღიარებს

ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში საქართველოს მოქალაქემ, მიხეილ ჩხიკვიშვილმა, რომელსაც „მეთაური ჯალათის“ სახელით იცნობენ, ბრალდება სრულად აღიარა. ის თავს დამნაშავედ ცნობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე წაქეზებასა და ბომბებისა და რიცინის დამზადების ინსტრუქციების გავრცელებაში.

ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა ექსტრემისტულ ჯგუფს „Maniac Murder Cult“ და აქტიურად რთავდა თანამოაზრეებს ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში.

ბრალ­დე­ბუ­ლის ჩა­ნა­ფიქ­რით ახალ წლამ­დე ნიუ-იორკში მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმა უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რის დრო­საც სან­ტა კლა­უ­სის კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბილ კულ­ტის წევ­რს მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი რა­სობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში უნდა და­ე­რი­გე­ბი­ნა, თუმ­ცა იან­ვარ­ში გეგ­მა შე­იც­ვა­ლა და ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა ებ­რა­უ­ლი თე­მე­ბის კუთ­ვნი­ლი სკო­ლე­ბის მო­წამ­ვლის მიზ­ნით ფა­რულ თა­ნა­მო­აზ­რეს შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, მათ შო­რის რი­ცი­ნის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა.

2025 წლის იან­ვარ­ში, ან­ტი­ო­ქი­ის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში (ნეშ­ვი­ლი, ტე­ნე­სი) 17 წლის სტუ­დენ­ტმა ერთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა და ერთი დაჭ­რა, შემ­დეგ კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში თავ­დამ­სხმე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ “Maniac Murder Cult“-ისა და სხვა ჯგუ­ფე­ბის სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­და.

2024 წლის აგ­ვის­ტო­ში, თურ­ქე­თის ქა­ლაქ ეს­ქი­შე­ჰირ­ში, თავ­დამ­სხმელ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ღო, რო­გორ დაჭ­რა მე­ჩე­თის მიმ­დე­ბა­რედ და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი ადა­მი­ა­ნი. ნა­ცის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ჟი­ლე­ტი შე­ი­ცავ­და პირ­და­პირ მი­თი­თე­ბებს ჩხიკ­ვიშ­ვილ­თან კავ­შირ­ზე . თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე კი ინ­ტერ­ნე­ტით მან ასე­ვე “სი­ძულ­ვი­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს“ ბმუ­ლი გა­ავ­რცე­ლა.

“დღე­ვან­დე­ლი აღი­ა­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი ადას­ტუ­რებს სა­ში­ნელ შეთ­ქმუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი და მათ შო­რის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტკბი­ლე­უ­ლის შხა­მით მო­წამ­ვლას მო­ი­ცავ­და, ბრალ­დე­ბუ­ლი მოლ­დო­ვი­დან იქნა ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი. ეს საქ­მე კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს, რომ სა­დაც არ უნდა იმა­ლე­ბო­დეთ, თუ ცდი­ლობთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვას, FBI და მისი პარტნი­ო­რე­ბი მა­ინც გი­პო­ვი­ან” – გა­ნა­ცხად FBI-ის დი­რექ­ტორ­მა ქაშ პა­ტელ­მა.

აშშ-ის კანონმდებლობით, ჩხიკვიშვილს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading