გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა ბრაკონიერობის წინააღმდეგ. პატრულირება მიმდინარეობდა თბილისის ზღვაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, წყალსაცავებსა და მდინარეებზე, მათ შორის ჭოროხზე, ენგურზე, მტკვარსა და სხვებზე.
ოპერაციების შედეგად ამოღებულია 6 750 მეტრზე მეტი სიგრძის ბადე და 32 თევზმახე. დეპარტამენტი 24-საათიანი პატრულირებითა და ცხელ ხაზზე შეტყობინებების მყისიერი რეაგირებით მოქმედებს, მიზნად კი ბრაკონიერობის პრევენციასა და სამართალდარღვევების შემცირებას ისახავს.

