✍️ შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, შემოსავლების სამსახურის სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციის მიზნით, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფასა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

📌 შეთანხმების ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოოდ, იუსტიციის სახლის ფილიალებში მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading