რუსთავში, მოძრაობის დროს, მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც მოძრავ „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს მოულოდნელად გაუჩნდა ცეცხლი. მძღოლმა დროულად მოახერხა ავტომობილის დატოვება და არ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. სატრანსპორტო საშუალება სრულად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
