პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, მცირე გამონაკლისების გათვალისწინებით.
კობახიძის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2012 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 864 ათასი იყო, წლევანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 2 მილიონს გადააჭარბა. პრემიერის განცხადებით, ზრდა იწვევს საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, რის შედეგადაც საჭიროა ეფექტური ზომების მიღება მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.