ლევან ჯანგველაძეის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირება მოხდა
სასამართლოში ბრალდებულების – დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის – პროცესი მიმდინარეობდა, როდესაც სხდომათა დარბაზში რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა. სწორედ ამ დროს, ეზოში შეკრებილ პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანება მიიღო მიქაძეების მხარდამჭერმა ერთ-ერთმა პირმა. ინციდენტის კონკრეტული მიზეზი და ის, თუ ვინ დაუპირისპირდა მას, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაპირისპირებული მხარეები სწრაფად განარიდეს ერთმანეთს. სასამართლო პროცესს ესწრებიან როგორც მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები, ისე ბრალდებულების მეგობრები.