ტყიბულში რესტორანში ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 19 იანვარს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, შსს-ის თანამშრომელმა და მისმა ორ თანმხლებმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელსა და მათ თანმხლებ პირს.
საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გამოიკითხნენ თვითმხილველები, ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.
გამოძიება გრძელდება.