აშშ-მა შსს-ს 733 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 733 490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა.

ლაბორატორია უწყებებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადაეცა. შს მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო შესაძლებლობებს. ქართულმა მხარემ ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading