ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული რ.ს. ბათუმში დააკავეს.
დაკავებული თურქეთის მიერ ელექტრონული მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.