ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და ფინანსური მართვის ასოციაციას შორის რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო IPSAS სტანდარტების დანერგვა, ფინანსური ანგარიშგება და აქტივების ეფექტიანი მართვა. აღნიშნულ საკითხებზე პრეზენტაცია ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ხოსრუაშვილმა წარადგინა.

სხდომას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და მოადგილეები, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელები, აიპების ხელმძღვანელები და სხვა პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ფინანსური მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზრდას რეგიონში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading