მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაურ დარგალთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად სოფელ დაშტაფაში, არაფლოსა და საიმერლოში მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა სოფლებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები დაასახელეს და ხმათა უმრავლესობით აირჩიეს პროექტები, რომლებიც კონკრეტული დასახლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრებს ესწრებოდნენ მერის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, საკრებულოს მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.