მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე მასწავლებლებსაც აეკრძალებათ
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მოსწავლეების მსგავსად, პედაგოგებსაც აღარ შეეძლებათ მობილური ტელეფონების გამოყენება გაკვეთილის მიმდინარეობისას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტელეფონი მასწავლებლებმა სპეციალურ შემნახველ ყუთში უნდა მოათავსონ, რაც იქნება მაგალითი მოსწავლეებისთვის. ამ ეტაპზე ზუსტი რეგულაციის წესი ჯერ დამუშავების პროცესშია.