ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟოზე დიდი ოდენობის არადეკლარირებული საქონლის გადმოტანა აღკვეთა
🔹 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფმა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის ღირებულება 536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირა და თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საქონელი შემოიტანა.
🔹 ავტომანანის დათვალიერებისას აღმოჩნდა 536 028 ლარის არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები და ტკბილეული.
🔹 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც 8–11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🔹 საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.