რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის (2023–2025) შედეგები, არსებული გამოწვევები და დაბინძურების შემცირების დამატებითი ღონისძიებები.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამრეწველო ობიექტებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ემისიების კონტროლზე, ინსპექტირებისა და მონიტორინგის გაძლიერებაზე, ასევე სანქციების გამკაცრებაზე.

შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის ინსპექტირების რაოდენობის გაზრდა, თვითმონიტორინგის შედეგების ანალიზი და გარემოსდაცვითი რეგულაციების ეტაპობრივი გამკაცრება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading