ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილესთან, თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ფარიზის, ცურტავისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა და მათ მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading