თეთრიწყაროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან ხმალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ადგილობრივებმა 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დაასახელეს.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა კოდის, მარაბდის, ბორბალოსა და ასურეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.