თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი-ს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისი-ში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ზ.ო.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading