რუსთავში ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს.

პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading