მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მარნეულელ სპორტსმენებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატება მიულოცა
ბათუმში მიმდინარე საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში ქვემო ქართლის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.
ნაკრების შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა სპორტსმენები – ლიზა დავაძე და ანდრო პაპუნაშვილი – ასპარეზობდნენ, რომლებმაც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვი სპორტსმენებსა და ნაკრებს წარმატება მიულოცა.
„ვულოცავ ქვემო ქართლის ნაკრებს და მარნეულელ სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას. მიხარია, რომ ჩვენი ახალგაზრდები ღირსეულად წარმოადგენენ მუნიციპალიტეტსა და რეგიონს ქვეყნის მასშტაბის სპორტულ ღონისძიებებზე. მათ მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ,“ – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.