ქვემო ქართლის სპორტსმენებმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს არაერთი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სახეობაში მედლები მოიპოვეს.

ქვიშის ჭიდაობაში ოქროს მედალს დაეუფლა ირაკლი გაბელია, ხოლო ვერცხლის მედლები მოიპოვეს ჯაბა მურადაშვილიმა და რატი ნიაზაშვილიმა. ბრინჯაოს მედლები ერგოთ მათე ბადრახიშვილის და გიორგი თევზაძეს.

წარმატებით იასპარეზეს ქვემო ქართლის მოცურავეებმაც. ანა ქოჩიაშვილიმა 200 მეტრ ბრასში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სემა ალიევამ 200 მეტრ ბატერფლაიში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

გოგონათა 4×100 მეტრ თავისუფალი ყაიდის ესტაფეტაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლინდა ჭაჭაშვილმა, მართა მუნჯიშვილმა, სემა ალიევამ და ანა ქოჩიაშვილმა.

ვერცხლის მედალს დაეუფლა ასევე ქვემო ქართლის ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული შედეგები მიულოცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading