აჭარაში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელში სხვა პირს გაუგზავნა.

➡️ დაკავებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading