❄️✈️ დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

,,დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

👨‍✈️❄️ აეროპორტის სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება.

დღეს დაგეგმილი ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება, გამთენიისას კი მხოლოდ ათენის მიმართულებით ერთი რეისი და საპირისპირო მიმართულება არ შესრულდა 🇬🇷.

🚆➡️✈️ უამინდობის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დროებით შეჩერდა, რის შედეგადაც 12 მგზავრი აეროპორტის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ გადაყვანეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე.

🌫️❄️ უამინდობა აეროპორტის ტერიტორიაზე შენარჩუნდება 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით.”- აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading