საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ჯემალ გუგუშვილს, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის, გადაწყვეტილებით, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, სპორტის მუშაკსა და მეცნიერს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. მინისტრმა ჯემალ გუგუშვილს ჯილდო სპორტის სამინისტროში გადასცა, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

ჯემალ გუგუშვილს ქართული ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და თურქმენეთის ნაკრებს; იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორიც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading