აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის კულტურის საღამოს დაესწრო

ღონისძიებას, რომელიც ბსუ-სა და საქართველოში იაპონიის საელჩოს თანაორგანიზატორობით გაიმართა, უნივერსიტეტის იაპონური ენის სტუდენტები ესწრებოდნენ.

მისასალმებელ სიტყვაში კულტურის მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებს, დიპლომატიის როლს ამ პროცესში და მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

„საქართველოსა და იაპონიას კულტურის სფეროში თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვს, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერედება რეგიონის დონეზე. ამის დასტურია ისიც, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის“ ფარგლებში, ერთ-ერთი საღამო იაპონიის კულტურულ ღონისძიებას დაეთმობა“, აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ და ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ.🗣

ღონისძიების ფარგლებში იაპონური ტრადიციული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ საჯარო ლექცია, ასევე ფუროშიკისა და კიოგენის დემონსტრაცია გაიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading