თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას მსოფლიოში აღიარებული როიალების მწარმოებელი კომპანია „STEINWAY AND SONS“- ის 14 ერთეული ახალი როიალი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გადაეცა
ახალი ინსტრუმენტები „STEINWAY AND SONS“-ის წარმომადგენლებმა აუდიტორიებში განათავსეს, შეამოწმეს და გამართეს.
ამით დასრულდა კონსერვატორიაში ძველი როიალების ახლით ჩანაცვლება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის – 71, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ კი 8 ახალი როიალი შეიძინა.




