მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და მარნეულის მერთან კენან ომაროვთან ერთად ქალაქ მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს გაეცნო
აღსანიშნავია, რომ ლაღიძის ქუჩაზე, მდინარე ალგეთზე ხიდთან მისასვლელი გზის და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 619 997 ლარს შეადგენს.
აქტიურად მიმდინარეობს ბორჩალოელის ქუჩაზე სამუშაოები, სადაც მდინარე ალგეთზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 391 994 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიგა ნამიჭეიშვილი და ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: ვასილ ხახულაშვილი და ადილ ალიევი, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.




