ეროვნული სატყეო სააგენტოსა და „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში კორპორატიული თანამშრომლობა. მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ და სს „ლომისის“ დირექტორმა, ბურჩ კურტოღლუმ მოაწერეს. მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ტყეების დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის აუცილებლობას და ამ პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და…

წაიკითხეთ მეტი

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტმა დაამტკიცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანანო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაში „Agriculture: Mobilizing Countries for Nature“ მიიღო მონაწილეობა

მინისტრი კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. პანელზე „მსოფლიო და ბაქო COP29-ის შემდეგ: მიღწევები, პერსპექტივები და შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების სფეროში“ სიტყვით გამოსვლისას, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს. „კლიმატის ცვლილება ჩვენ ყველას გვეხება. გადაუდებლად აუცილებელია, ქვეყნებმა ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე. საქართველო…

წაიკითხეთ მეტი

შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ეკოსისტემის შესწავლის კვლევები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში ევროპული სტანდარტების ხელსაწყოს – დემერსალური ტრალის გამოყენებით, წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე კვლევებს ახორციელებენ. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს. საკითხი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, დღეს არსებული კოდექსი 2018 წლიდან ამოქმედდა და ეს იყო ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვა ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების და…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“ განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, შეთანხმება მიღებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე, 2022 წლის 17 ივნისს და მოიცავს დებულებებს, რომელთაც მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება თევზის მარაგების შენარჩუნების და…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა” ფარგლებში, ქ. სტამბოლში იმყოფებოდნენ

აღნიშნულ პროექტს გარემოს ეროვნული სააგენტო თურქ და რუმინელ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში არსებული მობილური სადგურებიდან და ბაზებიდან მონაცემების შეგროვებისა და გაზიარებისათვის საკომუნიკაციო სისტემის შექმნას. ქ. სტამბოლში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მონაცემების გაზიარების შესაძლებლობებზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, საზღვაო დრონების შეძენისა და გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს. პროექტი ხელს შეუწყობს საზღვაო…

წაიკითხეთ მეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი განიხილეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოების განხორციელება იწყება. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, საველე სამუშაოები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ზუსტად შეფასდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »