გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა

ღონისძიება მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში გაიმართა. პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. ჯვრის მონასტრის ფერდობზე სომბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე,…

წაიკითხეთ მეტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 503 ფაქტი გამოავლინეს

ყველაზე მეტი, 226 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 110 – ბათუმში, 88 – რუსთავში, 79 კი – ქუთაისში. 503 სამართალდარღვევიდან 441 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 62 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. 292 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 193 – მიკროავტობუსის, 18 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის…

წაიკითხეთ მეტი

სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეს სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე მყინვარების დნობის პროცესის შეჩერების პრიორიტეტად განსაზღვრის და შედეგის კლიმატის გლობალური ცვლილებების დღის წესრიგში ასახვის საკითხები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მყინვარების დნობის გლობალური პრობლემის გადაჭრის პროცესში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება…

წაიკითხეთ მეტი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს მონიტორინგის შედეგები გააცნეს

აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგებს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები. მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის და…

წაიკითხეთ მეტი

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს

მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს….

წაიკითხეთ მეტი

„აგროსკოლა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის (IX-XII კლასები) შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აგრარული საკითხებით დაინტერესებულთათვის სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიღება და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩართვა, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხებზე ცნობიერების ამაღლება

სასწავლო პროგრამა პირველად 2022 წელს განხორციელდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიმდინარე წელს „აგროსკოლა“ 4 მარტს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა აგრარული საკითხების შესახებ, მონაწილეობდნენ საველე გასვლებში, გაიღრმავეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარები; მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა

სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, 15 წერტილში აღებული იქნა სინჯები. ადგილზე განისაზღვრა ქიმიურ-ფიზიკური პარამეტრები, ხოლო ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზები განხორციელდება სააგენტოს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო…

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის 4 თვეში, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი -3-ჯერ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები – 44%-ით ქობულეთის დაცულ ტერიტორიები 20%-ით წალკის კანიონი -20%-ით თეთრა მღვიმე – 17 % -ით კინტრიშის დაცულ ტერიტორიები – 17%-ით.

წაიკითხეთ მეტი

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების გუნდის მიერ. დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »