11 ივლისიდან საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება

11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს…

წაიკითხეთ მეტი

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინა

იმერეთსა და შიდა ქართლში, მდინარე მტკვარსა და ქერშავეთზე, მოქალაქეები თევზჭერისას აკრძალულ ელექტროიარაღს იყენებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უკანონოდ მოიპოვა 17 კგ ხრამულის სახეობის თევზი. საქმეები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს: 2025 წლის 6 თვეში 364 ფაქტი გამოვლინდა. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24/7 რეჟიმში პატრულირებენ. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების შემთხვევაზე…

წაიკითხეთ მეტი

მკაცრი კონტროლი ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ – ივნისში გამონაბოლქვის 475 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველოსბის დეპარტამენტი ინფორმაციით – 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 475 ფაქტი გამოავლინეს. ყველაზე მეტი, 215 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 99 – ქუთაისში, 91 – ბათუმში, 70 კი – რუსთავში. 475 სამართალდარღვევიდან 415 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 60 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია,…

წაიკითხეთ მეტი

უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები 49%-ით შემცირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით – უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ, გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სამართალდარღვევათა პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, ამ მიმართულებით სამართალდარღვევების რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება. 2024 წელს 2021 წელთან შედარებით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 49%-ით, 3252-დან 1660-მდე შემცირდა. 2025 წლის 6 თვეში გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 642 ფატი.

წაიკითხეთ მეტი

რეგიონული თანამშრომლობა გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვისთვის

გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოველთა და ადამიანთა საერთო ჯანმრთელობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნისთვის 2020 წელს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH) დააარსა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც სერიოზულ გლობალურ ყურადღებას იპყრობს. მიმდინარე წელს, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის წარმომადგენლები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განსაზღვრონ გარეული ცხოველების დაავადებებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს WOAH-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ვეტერინარმა სპეციალისტებმა. განხილვის მთავარი თემა იყო გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების გეგმის შემუშავება და მისი ინტეგრაცია რეგიონული პრიორიტეტების შესაბამისად.პროგრამა მიზნად ისახავს დაავადებათა გავრცელების პრევენციას, მონიტორინგს, ადრეულ გამოვლენასა და რეაგირებას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის ეფექტურ გაზიარებას, ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვას და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას….

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის ცენტრალურ პარკში პრევენციული სამუშაოები ტარდება — პარკი 27 ივნისს დილიდან დროებით დაიხურება

27 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრი და „რუსთავ სერვისცენტრი“ ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებენ ქალაქში. სამუშაოების მთავარი მიზანია ხე-მცენარეების დაავადებებისგან დაცვა და მწერების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ქალაქის ეკოსისტემისა და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. პროცესი რუსთავის ცენტრალურ პარკში დილის 05:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის უნიკალური პროექტის – ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო

რუსთავში ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპის პროექტის წარდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე დაესწრო. ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პროექტი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. მისი თქმით, რუსთავში ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება.-ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს. ,,ამ ეტაპზე რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე 900-მდე ახალი ნერგია დარგული. ჭალის ტყის განვითარების…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის განხორციელება იწყება

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სიტყვით გამოვიდა.  „რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტი ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ჭალის ტყის აღდგენის პროექტი, მის განსახორციელებლად კი, გარემოსდაცვითი ფონდიდან 900 ათასი ლარი გამოიყო. მასშტაბური პროექტის ფარგლებში,  ჭალის ტყის ტერიტორიაზე სარეკრეაციო…

წაიკითხეთ მეტი

ალგეთის ეროვნულ პარკში, მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ტარდება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნულ პარკში, მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ფერომონიანი მწერმჭერები განათავსეს. ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, მათ შორის, ხმელი და დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა, რომელიც სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოხდება. მსგავსი…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »