რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის უნიკალური პროექტის – ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო

რუსთავში ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპის პროექტის წარდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე დაესწრო.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პროექტი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. მისი თქმით, რუსთავში ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება.-ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს.

,,ამ ეტაპზე რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე 900-მდე ახალი ნერგია დარგული. ჭალის ტყის განვითარების გეგემა 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 20 000 ენდემური მცენარე – მუხა, თელა და ფშატი დაირგვება. მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, ასევე მდინარე მტკვრის მყარი ნარჩენებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად წყლის გამწმენდი ბარიერები გაკეთდება.

რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შეიმუშავა. რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით განხორციელდება.”-ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიებას, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის წევრი, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და ნიკა კობახიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading