ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრების ქსელის MASHAV -ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კურსი, რომელშიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი მსოფლიოს ათზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა, 3 აპრილს დასრულდა
კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაშავის სასწავლო ცენტრების დირექტორი ზეჰავიტ ბენ ჰილელი სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საერთაშორისო სასწავლო კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ჰაიფაში, მაშავის კარმელის სასწავლო ცენტრში გადაეცათ.
Rustavi / გენდერული თანასწორობის საბჭო




