მებაჟე ოფიცრებმა 750 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთესსაბაჟოში ოქროს დიდი რაოდენობით დაუმოწმებელი საბარგო აღმოჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, საერთო წონა 755,66 გრამი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 189 754,19 ლარია.
ერთ-ერთი მოქალაქის საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა შემდგომი რეაგირებისთვის, ხოლო 2 სამართალდამრღვევი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე ჯამში 145 074,58 ლარით დაჯარიმდა.
