33 წელი აფხაზეთის ომიდან

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვისა და წესრიგის დამყარების მიზნით შევიდნენ.

ქართველი სამხედროების შესვლიდან მალევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში ქართულ ძალებს ცეცხლი გაუხსნა, რაც ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. მას წინ უძღოდა რუსეთის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები და 1993 წლის 27 ივლისს ხელმოწერილი სოჭის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა გაეყვანა. შეთანხმება აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.

სოხუმის აღების ოპერაციაში მონაწილეობდნენ აფხაზური შეიარაღებული ჯგუფები, ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორია 300 ათასამდე ადამიანმა, ძირითადად ეთნიკურად ქართველებმა, იძულებით დატოვა. საომარი მოქმედებების მსხვერპლთა შორის იყო დაახლოებით 10 ათასი ქართველი — როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოსახლე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading