მცხეთასა და საგურამოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზების ბრალდებით სამი პირი – წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული ნ.ც., 1994 წელს დაბადებული ა.ს. და ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული უ.ა. – დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული 69 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი“ და „მდმ“-ა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading