გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინა

იმერეთსა და შიდა ქართლში, მდინარე მტკვარსა და ქერშავეთზე, მოქალაქეები თევზჭერისას აკრძალულ ელექტროიარაღს იყენებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უკანონოდ მოიპოვა 17 კგ ხრამულის სახეობის თევზი.

საქმეები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს: 2025 წლის 6 თვეში 364 ფაქტი გამოვლინდა. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24/7 რეჟიმში პატრულირებენ.

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების შემთხვევაზე შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე – 153.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading