კახეთსა და ქვემო ქართლში მცენარეული ნარჩენების წვის 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების უკანონო წვის 3 შემთხვევა დააფიქსირეს. სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა. 👉 ნარჩენების გადაწვა იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებასა და ინფრასტრუქტურას.📍დადგენილი ჯარიმა 500 ლარია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმა 1500 ლარამდე იზრდება და შესაძლოა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც დაეკისროს დამრღვევს. გარემოსდაცვითი ეკიპაჟები 24/7 რეჟიმში…