ტემპერატურის მატება ტყის ხანძრების რისკს ზრდის — სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს,ტყის ტერიტორიებზე გადაადგილებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს, რადგან ტემპერატურის მატების ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

უწყების განმარტებით, კოცონის დანთება კატეგორიულად აკრძალულია შემდეგ ტერიტორიებზე:

  • ხეების ვარჯის(სადაც ხის ტოტები ფარავს ადგილს ზემოდან) ქვეშ;
  • წიწვიან და მოზარდ ტყეებში;
  • ძველ ნახანძრალებსა და ქარაჩაქცეულ(ქარტეხილ) უბნებში;
  • დაუწმენდავ ტყეკაფებში და მერქნის დამზადების ნარჩენებით დატვირთულ ადგილებში;
  • ტორფიან და გამომშრალ ბალახიან ტერიტორიებზე.

ტყის დანარჩენ ნაწილში კოცონის დანთება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ბაქანზე, რომელიც დაცულია აალებადი მასალისგან მინიმუმ 1.5 მეტრის რადიუსზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ხანძრების განსაკუთრებით მაღალი რისკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება. მაგალითად მოყვანილია თურქეთის ცენტრალური ნაწილი, სადაც ხანძრის ლიკვიდაციისას ქარის მიმართულების მოულოდნელმა შეცვლამ 10 მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საქართველოშიც უკვე დაფიქსირდა ხანძრის რამდენიმე მცირე კერა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სატყეო სამსახურებმა დროულად ჩააქრეს.

სამინისტრო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სახანძრო წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს ხანძარს ან ტყის დაზიანებას, 300-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას იწვევს, ხოლო მძიმე შემთხვევებში — 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading