„დანერგე მომავალი“-ის ფარგლებში ატმისა და ვაშლატამას ბაღები 300 ჰექტარზე მეტი ფართობით დაფინანსდა
სოფლის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე ატმისა და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება დაფინანსდა.
პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 4.3 მილიონ ლარს აჭარბებს, რომლისგანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1.7 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული მრავალწლიან კულტურათა ბაღების გაშენების ხელშეწყობას, ადგილობრივი წარმოების ზრდასა და ფერმერთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
