ღონისძიება თეთრიწყაროში ემიგრანტების ინიციატივით – ეთნო ბაზარი და საცირკო შოუ ციყვების პარკში
26 ივლისს, 13:00 საათზე, თეთრიწყაროში, ციყვების პარკში კულტურული ღონისძიება გაიმართება, რომელიც მუნიციპალიტეტიდან წასული ემიგრანტების ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. ასევე, მოეწყობა ეთნოგრაფიული ბაზრობა და საგამოფენო სივრცე, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია შეიძინონ.
დღის ბოლოს, სტუმრებისთვის დაგეგმილია საცირკო წარმოდგენა – რამაზ გარშაულიშვილისა და მისი მეგობრების მონაწილეობით. შოუ მოიცავს ჟონგლიორების, ილუზიონისტების და გაწვრთნილი ცხოველების ნომრებს.