უკანონო ხე-ტყის მოპოვების ფაქტები კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

შემოწმების შედეგად, ამოღებულია 92 ერთეული მრგვალი ხე-ტყე. მოქალაქეები ხე-მცენარეებს, უმეტესად სახელმწიფო ტყიდან და დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

შედგა შესაბამისი სამართალწარმოება, ხოლო ფაქტები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით აწარმოებენ და მყისიერად რეაგირებენ ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading