თბილიში, აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შემოტანის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, უკრაინის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული კ.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ბრალდებულის ბარგში, საკონდიტრო შეფუთვებში დამალული ორი კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნივთიერება აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამ ნივთიერებებს შორისაა „მეთადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით (260, 261, 262, 263) განიხილება და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading