საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევების პროცესი გრძელდება – ერთ კვირაში 36 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან 36 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

გაძევებული პირები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, ინდოეთის, რუსეთისა და ჩინეთის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.

შსს-ს ინფორმაციით- ,,მიმდინარე წლის ივლისში სულ 115 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა გაძევებული, ხოლო 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, გაძევებულთა რაოდენობამ 640-ს მიაღწია – რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233%-ით მეტია.”

მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის გამოვლენასა და კანონის შესაბამის რეაგირებაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading