კახეთსა და ქვემო ქართლში მცენარეული ნარჩენების წვის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების უკანონო წვის 3 შემთხვევა დააფიქსირეს. სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა.

👉 ნარჩენების გადაწვა იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებასა და ინფრასტრუქტურას.
📍დადგენილი ჯარიმა 500 ლარია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმა 1500 ლარამდე იზრდება და შესაძლოა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც დაეკისროს დამრღვევს.

გარემოსდაცვითი ეკიპაჟები 24/7 რეჟიმში პატრულირებენ ქვეყნის მასშტაბით. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 153.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading